მიტროპოლიტი დიმიტრი - პატრიარქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ექიმები გვაიმედებენ, რომ ოპერაცია კარგად დამთავრდება

მიტროპოლიტი დიმიტრი - პატრიარქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ექიმები გვაიმედებენ, რომ ოპერაცია კარგად დამთავრდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას ოპერაციას ბერლინში დღეს გაუკეთებენ. ამის შესახებ „რუსთავი 2“-თან საუბარში მიტროპოლიტმა დიმიტრიმ განაცხადა.

მისივე თქმით, „ოპერაციის წინა მონაცემები საიმედოა და ექიმები კარგ შედეგებს პროგნოზირებენ“.

”08:00 საათზე დაიწყება ოპერაცია. მონაცემები საიმედოა, რამეთუ ჩაუტარდა გამოკვლევები და ექიმები გვაიმედებენ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. კონტაქტზე გამოდის და ჩვეულებრივად გვაქვს პატრიარქთან ურთიერთობა ”, - განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ. 

რაც შეეხება მამა გიორგი მამალაძის დაკავებას, როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით მღვდელმთავრები ინფორმირებულები არიან და ისინი ”ყველანაირ ნდობას უცხადებენ გამოძიებას”. 

ბერლინში ასევე იმყოფებიან ქართველი ექიმებიც, რომლებსაც ოპერაციის წარმატებულად ჩატარების იმედი აქთ. 

”პატრიარქს ჰქონდა გარკვეული პრობლემები გულ-სისხლძარღვთა სისტემის წინ. ამიტომ ჩატარდა კარდიოლოგიური პროფილის კვლევები. შედეგები დამაკმაყოფილებელია. პროგნოზის გაკეთება ცოტა რთულია, მაგრამ ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ყველა გამოკვლევამ კარგი შედეგი გვაჩვენა”, - განაცხადა კრადიოლოგმა შოთა პეტრიაშვილმა.