გერმანიის მე-12 პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახდა

გერმანიის მე-12 პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახდა

გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ „დოიჩე ველე იუწყება. 

61 წლის შტაინმაიერმა ამ თანამდებობაზე 77 წლის იოაჰიმ გაუკი შეცვალა. ყოფილი მინისტრი გერმანიის რიგით მე-12 პრეზიდენტი იქნება. აღნიშნულ პოსტზე კენჭს ხუთი კანდიდატი იყრიდა.

გერმანიის პრეზიდენტს ფედერალური საკრებულო 1260 ადამიანის მონაწილეობით ირჩევს. მათგან ნახევარი ბუნდესტაგის დეპუტატები არიან, მეორე ნაწილი კი - ფედერალური მიწების ხელმძღვანელები. შტაინმაიერმა 931 დააგროვა. ასარჩევად 631 ხმა იყო საჭირო. 

გერმანიის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 19 მარტს გაიმართება.