ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული რაოდენობით თანხა.
ოჯახის წევრ მამაკაცს მძარცველები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, რის გამოც, დაზარალებული სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე დაწყებულია გამოძიება 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.