პატრიარქს ქირურგიული ოპერაცია 13 თებერვალს, თბილისის დროით, 11:00 საათზე ჩაუტარდება

პატრიარქს ქირურგიული ოპერაცია 13 თებერვალს, თბილისის დროით, 11:00 საათზე ჩაუტარდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ქირურგიული ოპერაციის გაკეთება 13 თებერვალს, თბილისის დროით, 11:00 საათზეა დანიშნული. 

საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკურ - ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა. 

პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.