ქართველმა მორაგბეებმა ბელგიის ნაკრები დაამარცხეს

ქართველმა მორაგბეებმა ბელგიის ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" პირველი მატჩი სტუმრად ბრიუსელში, ბელგიის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 31:6 გაიმარჯვა.

"ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი ანგარიშით 17:0 მოიგეს. 

ანგარიში მერაბ კვირიკაშვილის ზუსტი საჯარიმოთი გაიხსნა. მატჩის პირველი ლელო კი 23-ე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა გაიტანა. მეორედ იგივე ტაიმის მიწურულს გიორგი კოშაძემ (39) მოახერხა და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო ლელო მიითვალა. კვირიკაშვილმა ორივე ჯერზე გარდასახა.

შესვენების შემდეგ ბელგიელებმა ზედიზედ ორი საჯარიმო გაიტანეს, 29–ე წუთზე კი 
"ბორჯღალოსნებმა" საჯარიმო ლელო მიითვალეს, რასაც კვირიკაშილის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა.

საბოლოო ანგარიში შეხვედრის მიწურულს ბექა გორგაძის ლელოსა და ლაშა მალაღურაძის გარდასახვით დაფისირდა - 31:6. 

საქართველოს ნაკრები სამშობლოში 13 თებერვალს დაბრუნდება და მეორე ტურში გერმანიასთან მატჩისთვის "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე მოემზადება. საქართველო-გერმანიის დაპირისპირება 19 თებერვალს, 15:00 საათზე, რუსთავში გაიმართება.