დონალდ ტრამპმა და ერაყის პრემიერმა „ისლამურ სახელმწიფოზე“ და ირანის საფრთხეზე ისაუბრეს

დონალდ ტრამპმა და ერაყის პრემიერმა „ისლამურ სახელმწიფოზე“ და ირანის საფრთხეზე ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადიმ სატელეფონო საუბარში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ საკითხი და „ირანის საფრთხე“ განიხილეს, - იუწყება თეთრი სახლის პრესსამსახური.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ერაყის პრემიერ ჰაიდერ ალ-აბადისთან საუბრისას ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერას ერაყელი ხალხისთვის, ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. 
 „ორივე ლიდერმა იმ საფრთხეზე ისაუბრეს, რომელსაც ირანი წარმოადგენს“, - დააზუსტეს თეთრ სახლში. 
დონალდ ტრამპმა ალ-აბადს მოსულში წარმატებული კამპანია მიულოცა, სადაც ერაყის ძალებმა, აშშ-ის საჰაერო მხარდაჭერით, ქალაქის ნაწილი „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან გაათავისუფლეს.