ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალში გავიდა

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალში გავიდა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. 
24 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 87-ეა, 1/4-ფინალურ შეხვედრაში 36-ე ადგილზე მყოფ, 27 წლის მარტინ კლიჟანს სამ სეტში მოუგო - 0:6, 6:3, 6:3 და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. 
ნახევარფინალში ბასილაშვილი მსოფლიოს მე-13 ჩოგანს, ბულგარელ გრიგორი დიმიტროს შეხვდება. 
აღსანიშნავია, რომ მერვედფინალში ბასილაშვილმა "სოფია ოუფენის" ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ დომინიკ ტიმს მოუგო - 6:4, 6:4.