რუსეთში ემიგრირებულილერი ხაბელოვი სამშობლოში საკუთარ ბარებსა და სასტუმროებზე დარდობდა

რუსეთში ემიგრირებულილერი ხაბელოვი სამშობლოში საკუთარ ბარებსა და სასტუმროებზე დარდობდა

2008 წლის პეკინის ოლიმპიადიდან, რომლის პარალელურად საქართველოში ცნობილი ტრაგიკული მოვლენები განვითარდა, ქართველ ოლიმპიელთა მაშინდელი თავკაცი ლერი ხაბელოვი საქართველოში აღარ დაბრუნდა.

ვლადიკავკაზში გადასახლებული და რამდენიმე წლით დამკვიდრებული ხაბელოვის იქ ყოფნის თავდაპირველი ვერსია მკურნალობა იყო, შემდეგ ეთნიკური ნიშნით დევნის საკითხი წამოიწია.

რუსულმა მედიამ იმთავითვე აიტაცა ოლიმპიური და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის „სამშობლოში დაბრუნება“. თითქმის ყველა ინფორმაცია, რომელიც ხაბელოვზე იმ დროის რუსულ მედიაში ვრცელდებოდა, ორი ძირითად მესიჯს მოიცავდა – „საქართველოსხელისუფლებამვერგაიგოერთირამ: მეზობლებთანჩხუბიდამუდმივადდაძაბულიურთიერთობაარშეიძლება“ და მეორე – „ლერი ხაბელოვი საქართველოში ბარებსა და სასტუმროებს ფლობდა“. გუგლსა და რუსულ საძიებო სისტემებში უამრავი ასეთი ინფორმაცია არსებობს.

სასტუმროების თემა დღესაც აქტუალურია. 2012 წლიდან საქართველოში ტრიუმფით დაბრუნებულ ჩემპიონს, რომელსაც, თურმე „ეროვნული ნიშნით“ აღარ დევნიდნენ, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობასთან ერთად, საკუთარი ბიზნესიც მისახედი გაუხდა. შესაბამისად, ამ ორი მიმართულების გამიჯვნა მეტ ენერგიასა და დროს მოითხოვდა. 

გამოსავალი ბრწყინვალე გამონახა ჩემპიონმა. ბორჯომში, ნამყოფთ ქალაქის მთავარი სტადიონი ყველას მოგხვდებოდათ თვალში. ზუსტად ამ არენასთან მდებარეობს სასტუმრო „ოლიმპი“. ეს სასტუმრო თითქმის მუდმივად დატვირთულია ქართველი სპორტსმენებით, ისინი აქ შეკრებებს გადიან. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეროვნული ნაკრებების მოსამზადებელ შეკრებებს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, კარგად ჩანს, რამდენად სწორად არის ორგანიზებული და შეხმატკბილებულიჩემპიონის,

ბიზნესმენის, დეპუტატის და პრეზიდენტისმიერ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობა – სასტუმრო ბიზნესის მფლობელობასთან.