ოთარ კახიძე - ხელმძღვანელს შეარჩევს სუს-ის უფროსი, მოადგილეს დანიშნავს სუს-ის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე სუს-ის უფროსია, წარადგენს სუს-ის უფროსი, ეს სსიპ-ი არის სუს-ში და თან გვეუბნებით, რო

ოთარ კახიძე - ხელმძღვანელს შეარჩევს სუს-ის უფროსი, მოადგილეს დანიშნავს სუს-ის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე სუს-ის უფროსია, წარადგენს სუს-ის უფროსი, ეს სსიპ-ი არის სუს-ში და თან გვეუბნებით, რო

არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თქვენი კანონპროექტი უკვე არაკონსტიტუციურია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. მოსმენების შესახებ ახალი კანონპროექტი განიხილება. 

როგორც კახიძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ იმას ეხება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების სრული კონტროლი არ ყოფილიყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან მისი მსგავსი უწყების ხელში.

”თქვენ გვთავაზობთ ახლა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სსიპ-ის ხელმძღვანელს შეარჩევს სუს-ის უფროსი, მოადგილეს დანიშნავს სუს-ის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე სუს-ის უფროსია, წარადგენს სუს-ის უფროსი, ეს სსიპ-ი არის სუს-ში და თან გვეუბნებით, რომ ეს არის დამოუკიდებელი უწყება. დასკვნა გამოიტანოს ობიექტურმა დამკვირვებელმა, ეს დამოუკიდებელი უწყებაა?! ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება?! თქვენ ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებით. ეწინააღმდეგებით კონსტიტუციას, როცა ამას აკეთებთ და თან გვიმტკიცებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლტიკური მოტივებით ხელმძღვანელობდა. რა მნიშვნელობა აქვს თქვენ რას ფიქრობთ საკონსტიტუციო სასამართლოზე?! რა მნიშვნელობა აქვს ამ შეფასებებს, როდესაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თქვენი კანონპროექტი უკვე არაკონსტიტუციურია”, - განაცხადა ოთარ კახიძემ. 

უმცირესობის დეპუტატის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი შეიქმნა იმიტომ, რომ სუს-ს ხელმძღვანელობს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი.

”ჩვენ ახლა ვქმნით რაღაც მონსტრს, რომელშიც თავს მოიყრის მთელი ეს ინფორმაცია და ვინც ეს უნდა გააკონტროლოს, იმათ უპირობო ნდობა აქვთ გამოცხადებული ამ უწყების სამომავლო ხელმძღვანელისადმი, იმიტომ, რომ მას ვახტანგ გომელაური, ”ნდობით აღჭურვილი კაცი” დანიშნავს. თქვენ რომ ენდობით, ის კი არაა მთავარი, ბიძინა ივანიშვილი რომ ენდობა, იმიტომაა სუს-ის უფროსი და ეს კანონპროექტიც იმიტომაა დაწერილი ასე”, - განაცხადა კახიძემ.