პრეზიდენტის ადმინისტრაციას კონსულტაციაზე უარი მე ვუთხარი, რადგან საჯარო მოხელის მიერ თანამდებობის პირებთან შეხვედრის ორგანიზება სწორი არ არის

პრეზიდენტის ადმინისტრაციას კონსულტაციაზე უარი მე ვუთხარი, რადგან საჯარო მოხელის მიერ თანამდებობის პირებთან შეხვედრის ორგანიზება სწორი არ არის

გუშინ გვიან ღამით შედგა კომუნიკაცია. მე მათ უარი ვუთხარი, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რა მიზეზით თქვა უარი მმართველმა გუნდმა ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონსულტაციების გამართვის თაობაზე.

მდინარაძის თქმით, საჯარო მოხელის მიერ პოლიტიკური თანამდებობის პირებთან შეხვედრის ორგანიზება არ არის სწორი და სწორედ ამიტომ ეთქვა უარი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით კონსულტაციებზე.

„გუშინ გვიან ღამით შედგა კომუნიკაცია. მე მათ უარი ვუთხარი, რადგან ისინი არიან საჯარო მოხელეები და ყველაზე რბილად, რომ ვთქვათ, საჯარო მოხელის მიერ „დაორგანიზება“ პოლიტიკური თანამდებობის პირებთან შეხვედრის, არ არის სწორი. ეს არღვევს ხელისუფლების დანაწილების პრინციპებს და ეწინააღმდეგება მოქმედ რეგულაციებს. ჩვენ უნდა გამოვიდეთ საკანონმდებლო რეგულაციებიდან და შესაბამისი კეთილშობილური მიზნები გავახმოვანოთ შესაბამისი ნორმების საფუძველზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ე.წ. მოსმების კანონთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, გუშინ გვიან ღამით უმრავლესობამ უარი თქვა კონსულტაციებზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განუცხადა.

ჩიხრაძის თქმით, პროექტში ბევრი პრობლემაა, ამიტომ კონსულტაციების გამართვა მნიშვნელოვანი იყო.