ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი დადებითად აფასებს საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობას

ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი დადებითად აფასებს საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობას

ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აშშ-ში ადასტურებს საქართველო-აშშ-ის ახალი ხელისუფლების თანამშრომლობას.

"ძალიან კარგია, რომ საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს ტრამპის ადმინისტრაციასთან. ეს მაღალი დონის ვიზიტია, რომლის ფარგლებშიც, საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მდივან ტილერსონს შეხვდება, რომლის ფარგლებშიც განიხილება, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ამერიკისთვის, ისე საქართველოსთვის. შტატების ახალი ადმინისტრაცია მკაფიოდ აფიქსირებს თავის პოზიციას უსაფრთხოების საკითხებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს წვლილი ამ მიმართულებით თვალსაჩინოა", - აღნიშნა ექსპერტმა.