პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ”სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტიდან იმ მუხლის ამოღების საკითხი დაისვა, რომლის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს სასამართლოს განჩინების აღსრულების შეჩერების უფლება აქვს.
შესაბამისი ჩანაწერის პროექტიდან ამოღების საკითხი უმრავლესობის წევრმა გიორგი ხატიძემ დასვა.
”ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად არამართებულია, რადგან არც ერთ ორგანოს, სასამართლოს გარდა, რეალურად არ უნდა ჰქონდეს იმის უფლებამოსილება, გააჩეროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. იქნებ ცვლილებები შევიტანოთ და კანონროექტიდან ხსენებული პუნქტი ამოვიღოთ”, - მიმართა კომიტეტს გიორგი ხატიძემ.