"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", "კონსტიტუციის 42-ე მუხლის", "მედიის განვითარების ფონდის" "ჯიპას", "სტუდია მონიტორის", "მედიაკლუბის" და ევროსაბჭოს წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორ ვასილ მაღლაფერიძეს, მის მრჩევლებსა და არხის აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ვასილ მაღლაფერიძემ არხის რეიტინგთან დაკავშირებით მონაცემები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის დასაწყისში არხის წილი ბაზარზე 2.4% იყო, ხოლო 2017 წლის დასაწყისში 1.6%. მისი თქმით, არხი ყოველკვირეულად კარგავს მაყურებელს და საჭიროა ცვლილებები, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბაზრის 15% მაინც დაიკავოს.
"ჩვენ გვინდა ცვლილებები. ვფიქრობ, საზოგადოების დაკვეთაც ცვლილებებია, მაგრამ როგორც ეს ნებისმიერ რეფორმასთან დაკავშირებით ხდება, ბევრს არ სურს ცვლილებები", - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, მიმდინარე პროცესების მიმართ იყოს ნდობა.
"მნიშვნელოვანია ამ პროცესებთან დაკავშირები იყოს ნდობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება აზრი, რომ პოლტიკურ მოტივებთან გვაქვს საქმე", - აღნიშნა ეკა გიგაურმა.