ორჯერ შევთავაზე ვასილ მაღლაფერიძეს შეხვედრა, თუმცა მითხრა, რომ ჯერ ბიუჯეტი უნდა დათვალოს - ეს არაკომპეტენტური მიდგომაა

ორჯერ შევთავაზე ვასილ მაღლაფერიძეს შეხვედრა, თუმცა მითხრა, რომ ჯერ ბიუჯეტი უნდა დათვალოს - ეს არაკომპეტენტური მიდგომაა

ორჯერ შევთავაზე ვასილ მაღლაფერიძეს შეხვედრა, თუმცა მან მითხრა, რომ ჯერ ბიუჯეტი უნდა დათვალოს - ეს არაკომპეტენტური მიდგომაა, - ამის შესახებ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მეორე არხის გენერალურმა პროდიუსერმა დოდო შონავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კადრების ოპტიმიზაცია ნიშნავს ზუსტ განსაზღვრას და არა შემცირებას.

„ტელევიზია არის წარმოება. მას აქვს თავისი ფაზები. არ შეიძლება ვისაუბროთ ან ფინანსურ მახასიათებლებზე, ან ტექნიკურ მახასიათებლებზე, თუ ზუსტად არ ვიცით, რა ამოცანები გვაქვს, ამოცანების შესაბამისად რა ზოგადი ბადე გვაქვს, რომელიც შემდეგ უნდა დაფორმატდეს და აქედან გამოითვალოს ადამიანური რესურსი. რომ ვამბობთ საჭიროა კადრების ოპტიმიზაცია, ეს ნიშნავს ზუსტ რაოდენობას. შეიძლება ეს რაოდენობა ხანდახან მეტი იყოს და არა ნაკლები - ნუ აღვიქვამთ, რომ ოპტიმიზაცია მხოლოდ შემცირებაა, ოპტიმიზაცია არის ზუსტი განსაზღვრა, დასახულ ამოცანას რა ადამიანური რესურსი სჭირდება. თუ მე არ ვიცი, როგორი ბადით უნდა ვიმაუწყებლო, რამდენი საათით უნდა ვიმაუწყებლო, რა ფორმატის გადაცემა უნდა მქონდეს, საიდან ვიღებ ან ციფრებს ან ადამიანთა რაოდენობას, ან ტექნიკის რაოდენობას? - ეს არსებითი კითხვებია, რომლებიც გვიჩნდება. ჩვენ დიდი მზადყოფნით შევხვდით ახალ მენეჯმენტს. მე პირადად ვარ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელი. უკვე მზად მქონდა დოკუმენტაცია- თვითმმართველობის არჩევნების წელს როგორი პოლიტიკით ვმაუწყებლობთ, როგორ გავაშუქებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს... მე ეს დოკუმენტები მზად მქონდა, რადგან მეგონა ახალი დირექტორი მომთხოვდა. ორჯერ შევთავაზე მას შეხვედრა, თუმცა მითხრა, რომ ჯერ უნდა დათვალოს ბიუჯეტი - ეს არაკომპეტენტური მიდგომაა”, - განაცხადა დოდო შონავამ.

მისივე თქმით, რეიტინგის გამო იმის თქმა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ფული ტყუილად იხარჯება, არაკვალიფიციურობაა.