სალომე სამადაშვილი - ფარული მოსმენების შესახებ ახალი კანონი ახალს არაფერს გვთავაზობს, ეს არის უბრალოდ სახელების გადარქმევა

სალომე სამადაშვილი - ფარული მოსმენების შესახებ ახალი კანონი ახალს არაფერს გვთავაზობს, ეს არის უბრალოდ სახელების გადარქმევა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი მათთვის მისაღები არ არის. 

როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალი სააგენტოს შექმნა, რომელიც პირდაპირ იქნება დაქვემდებარებული სუს-ს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს, ისე როგორც არასამთავრობოების რეკომენდაცია იყო შექმნილიყო დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებდა ამ საკითხის რეგულირებას და ის არ დაექვემდებარებოდა სახელმწიფო უშიშროების სამსახურს .ეს აუცილებელი კომპონენტია ნებისმიერ დეოკრატიულ სახელმწიფოში. რეალურად, შემოთავაზებული კანონი ახალს არაფერს გვთავაზობს. ეს არის უბრალოდ სახელების გადარქმევა, შექმნა ილუზიის, თითქოს სააგენტო იქნება დამოუკიდებელი, მაშინ როცა, ის იქნება პირდაპირ დაქვემდებარებული უშიშროების სამსახურთან. ჩვენთვის შემოთავაზებული კანონპროექტი არ არის მისაღები ისეთი ფორმით, როგორიც დღეს არის. იმედი გვაქვს, რომ ამ პოზიციას გაითვალისწინებენ სხვა პარტიებიც“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა ხმათა უმრავლესობით ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირეს. 

პარლამენტში ინიცირებული პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პირველი მოსმენით - პრინციპების დონეზე წარადგინა. 18-კანონპროექტისაგან შედგარი საკანონმდებლო პაკეტიდან ბესელიამ ძირითადი ყურადღება იმ პროექტზე გაამახვილა, რომელიც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს.