ოთარ კახიძე - უმრავლესობამ მარაზმში შეგვიყვანა, ცდილობს შემოგვასაღოს კანონპროექტი, რომლითაც სუსი-ს ქვეშ სუსი-ს სსიპი იქმნება

ოთარ კახიძე - უმრავლესობამ მარაზმში შეგვიყვანა, ცდილობს შემოგვასაღოს კანონპროექტი, რომლითაც სუსი-ს ქვეშ სუსი-ს სსიპი იქმნება

პრაქტიკულად ჩვენ ახლა გვიკანონებენ იმას, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა.
კახიძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტით ვიღებთ მოსმენების ლეგიტიმაციას.
,,საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არ შეიძლება სუს-ის ქვეშ იყოს მოსმენების უფლება და იქ ინახებოდეს ყველანაირი მასალა. ახლა ხსნიან რაღაც სსიპს, რომელიც არის სუსი-ს დაქვემდებარებაში, რომლის დებულებასაც ამტკიცებს სუსი-ს უფროსი. პრაქტიკულად, ჩვენ ახლა გვიკანონებენ იმას, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ცნო არაკონსტიტუციურად. ამას ამართლებენ იმ ქვეყნების მაგალითებით, სადაც სასამართლო კონტოროლი ხორციელდება. გამოვიდა უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი და აცხადებს, რომ მე ვმუშაობდი ,,კაგებეში“ და იქ მხოლოდ 25 ტელეფონი ისმინებოდაო. თურმე მაშინ ადამიანის უფლებები იყო დაცული. ასეთ მარაზმში შეგვიყვანა ახლა უმრავლესობამ, რომელიც ცდილობს შემოგვასაღოს კანონპროექტი, რომლითაც სუსი-ს ქვეშ სუსი-ს სსიპი იქმნება. პრაქტიკულად ჩვენ ვიღებთ უკანონო მოსმენების ლეგიტიმაციას“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.