ანა დოლიძე - ვალდებულებაა, გავითვალისწინოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და შევქმნათ გამოძიებისაგან დამოუკიდებელი უწყება

ანა დოლიძე - ვალდებულებაა, გავითვალისწინოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და შევქმნათ გამოძიებისაგან დამოუკიდებელი უწყება

შენიშვნები ბევრ საკითხზეა, რაც მთავარია ვალდებულებაა გავითვალისწინოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ შევქმნათ გამოძიებისაგან დამოუკიდებელი უწყება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გააკეთა.

ანა დოლიძის თქმით, დღეს ისინი აქტიურად ჩაერთვებიან პარლამენტში ე.წ.მოსმენებთან დაკავშირებით კანონის განხილვაში და დააფიქსირებენ იმ შენიშვნებს, რომელიც გააჩნიათ.

,, ეს რეფორმა შემოთავაზებულია ძალიან მნიშვნელოვან სფეროში. ეს არის სახელმწიფოს უსაფრთხოების სფერო. როგორც სხვადასხვა ჯგუფებთან წინასწარი შეხვედრებიდან აღმოჩნდა, ძალიან სერიოზული და საყურადღებო საკითხებია, რომელსაც სჭრდება ყურადღების მიქცევა. სწორედ საკანონმდებლო სივრცეში დაჩქარება, ამ სფეროს არ წაადგება და შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი შექმნის ყველა შესაძლებლობას, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებმა წარმოადგინონ შენიშვნები და სიღრმისეულად გააუმჯობესონ ეს კანონპროექტი. შენიშვნები კი ბევრ საკითხზეა. რაც მთავარია, ვალდებულებაა გავითვალისწინოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, შევქმნათ გამოძიებისაგან დამოუკიდებელი უწყება. ნაწილობრივ ეს არის შემოთვაზებული, თუმცა დღევანდელი მოდელით ბოლომდე არ არის გამიჯნული გამოძიება და სააგენტო. რაც მთავარია კონკრეტულად ვინ იქნება პასუხისმგებელი სააგენტოს მუშაობაზე, ჩვენ ამის იდენტიფიცირებას ვერ ვახერხებთ, რადგან ნაწილობრივ სუს-ი აკონტროლებს მას. ჩვენი შემოთავაზებაა, რომ ცალსახად იყოს იდენტიფიცირებული პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ სააგენტოს ხელმძღვანელის, რაც გულისხმობს პირდაპირ ემორჩილებოდეს საქართველოს პრემიერს და პრემიერი ნიშნავდეს და ათავისუფლებდეს სააგენტოს უფროსს. იმედი გვაქვს, რომ დაჩქარებული წესით არ მოხდება კანონპროექტის განხილვა და ჩვენ და სხვა დაინტერესებულ პირებს მიეცემა შესაძლებლობა გავაუმჯობესოთ ეს პროექტი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

პარლამენტში დღეს ე.წოდებულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.