ჩოგბურთელმა ნიკა ბასილაშვილმა მერვედფინალში მსოფლიოს მერვე ჩოგანი დაამარცხა

ჩოგბურთელმა ნიკა ბასილაშვილმა მერვედფინალში მსოფლიოს მერვე ჩოგანი დაამარცხა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკა ბასილაშვილი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას ტურნირზე მეოთხედფინალში გავიდა. ბასილაშვილმა, რომელიც რეიტინგში 87-ე ადგილს იკავებს, მერვედფინალში მსოფლიოს მერვე ჩოგანი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა. მატჩი ქართველი ჩოგბურთელის სასარგებლოდ ანგარიშით 6:4 6:4 დასრულდა. 
მეოთხედფინალში ბასილაშვილს მეტოქედ სლოვაკი მარტინ კლიზანი ეყოლება. სლოვაკი ჩოგბურთელი ტურნირზე მერვე ნომრადაა განთესილი. შეხვედრა დღეს გაიმართება.