”აუდიტორია 115”-ის ორგანიზებით დღეს აქცია-მსვლელობა გაიმართება

”აუდიტორია 115”-ის ორგანიზებით დღეს აქცია-მსვლელობა გაიმართება

”აუდიტორია 115”-ის ორგანიზებით დღეს, 19.00 საათზე აქცია-მსვლელობა გაიმართება. როგორც სტუდენტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გუშინ გამართულ აქციაზე განაცხადეს, ისინი სოციალურ ფონს და დასაქმებულთა უფლებების მხრივ ქვეყანაში არსებულ ვითარებას ”საქართველოს ბანკის” სათავო შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობით გააპროტესტებენ.
რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს პირდაპირი ეთერი, მაუწყებელმა ამის ნება დართო და ეთერში მათ დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს, რის შემდეგაც მაუწყებლის შენობა დატოვეს.