საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შეჭრილმა ახალგაზრდებმა შენობა დატოვეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შეჭრილმა ახალგაზრდებმა შენობა დატოვეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შეჭრილმა ახალგაზრდებმა შენობა დატოვეს. ”აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლებს მაუწყებელმა მოთხოვნა შეუსრულა, პირდაპირი ეთერი დაუთმო, რის შემდეგაც ისინი შენობიდან გავიდნენ.

სტუდენტებმა პირდაპირ ეთერში განცხადება სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ გააკეთეს.

აქცია ამ წუთებში შენობის გარეთ გრძელდება. ადგილზე რჩება საპატრულო პოლიცია.