დეპუტატის თქმით,

დეპუტატის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ერთი კამპანია ჩაუვარდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, მოსამართლე ნაზღაიძესთან დაკავშირებით მიზანმიმართულად აგორებული კამპანია "ნაციონალურ მოძრაობას" ჩაუვარდა.

მდინარაძის თქმით, "ნაცმოძრაობამ" კამპანია ბოლო დროს, ყოფილი ხელისუფლების წევრების მონაწილეობით გავრცელებული ჩანაწერების საქმის გადასაფარად ააგორა.

"როგორც ირკვევა, მოსამართლე ნაზღაიძის ძმა მიწის ნაკვეთის ნომინალური მფლობელი იყო და კომპენსაცია და ზიანის ანაზრაურება აბსოლუტურად სხვა ადამიანს, ვინმე ჩოხელს აქვს მიღებული. უკვე მერამდენედ, ნაციონალურ მოძრაობას სკანდალი ჩაუვარდა. კომპენსაციის კანონიერებაში ეჭვი არ შემპარვია და საბოლოოდ, როგორვც ვამბობდით, ეს აღმოჩნდა პოლიტიკური სპექტაკლი, სპეკულაცია და ერთი თემიდან მეორეზე გადასვლის მცდელობა“, - აცხადებს მდინარაძე.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ტელეკომაპნიის საქმის განმხილველი სააპელაციო სამართლოს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, 2015 წელს მომხდარი სტიქიის გამო, თბილისის მერიისგან 1 მილიონი ლარის ოდენობით კომპენსაცია არაკანონიერად აქვს მიღებული. ბრალდებას ნაზღაიძე უარყოფს.

სანამდე ყოფილი ხელისუფლების წევრების მიხეილ სააკაშვილისა და დავით საყვარელიძის მონაწილეობით ჩანაწერები გავრცელდა, სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსყიდვაზე იყო საუბარი.