ყველა უნდა გავერთიანდეთ იმ იდეის ირგვლივ, რომ მაუწყებელს ჰქონდეს ძლიერი ინფრასტრუქტურა, ძლიერი გარანტიები და იყოს ძლიერი ტელევიზია

ყველა უნდა გავერთიანდეთ იმ იდეის ირგვლივ, რომ მაუწყებელს ჰქონდეს ძლიერი ინფრასტრუქტურა, ძლიერი გარანტიები და იყოს ძლიერი ტელევიზია

ყველა უნდა გავერთიანდეთ იმ იდეის ირგვლივ, რომ მაუწყებელს, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ყველა ჩვენგანის თანხით, ჰქონდეს ძლიერი ინფრასტრუქტურა, ძლიერი გარანტიები, იყოს ძლიერი ტელევიზია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელიათ თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდება რეფორმა და ამ რეფორმას ის მხარს დაუჭერს. ,,რეფორმა სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს. ჩვენ რეფორმას დავუჭერთ მხარს. მზად ვართ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, რომელიც სჭირდება მაუწყებელს, რათა არ იყოს წინააღმდეგობრივი ნორმები და კანონმდებლობამ არ შეუქმნას მათ პრობლემა. რაც შეეხება იქ მყოფ ჟურნალისტებს, იმედი მაქვს, დირექცია, სამეურვეო საბჭო და მენეჯმენტი ყველაფერს ისე გააკეთებს, რომ უფლებრივი თვალსაზრისით არავის უფლებები არ შეილახოს. ყველა უნდა გავერთიანდეთ იმ იდეის ირგვლივ, რომ მაუწყებელს რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ყველა ჩვენგანის თანხით, ჰქონდეს ძლიერი ინფრასტრუქტურა, ძლიერი გარანტიები, იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი ტელევიზია და რეფორმა განხორციელდეს ამ იდეით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.