”საზოგადობრივ მუწყებელთან” მიმდინარე აქციის მონაწილეები ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ

”საზოგადობრივ მუწყებელთან” მიმდინარე აქციის მონაწილეები ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ

”საზოგადობრივ მუწყებელთან” მიმდინარე აქციის მონაწილეები ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ. ახალგაზრდებმა არხის პირველი სართული დაიკავეს და დაშლას არ გეგმავენ, ვიდრე მათ პირდაპირი ეთერი არ დაეთმობათ. ამ წუთებში დაცვის სამსახური ახალგაზრდების შენობიდან გაყვანას ცდილობს.

მაუწყებელთან უკვე რამდენიმე წუთია საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე მუშტის” მიერ ორგანიზებულ აქციას პროფკავშირების, ”აუდიტორია 115”-ისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ. ადგილზე იმყოფებიან მაუწყებლის მოქმედი ჟურნალისტები.