„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭო ერთ კვირაში მაუწყებლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებს მენეჯმენტს წარუდგენს

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭო ერთ კვირაში მაუწყებლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებს მენეჯმენტს წარუდგენს

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭო ერთ კვირაში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებს მენეჯმენტს წარუდგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი გოგელიამ განუცხადა.

მისი თქმით, წარმოდგენილი კრიტერიუმები გახდება საზოგადოებრივი განსჯის საგანი. გოგელიას განცხადებით, არხის გენერალურმა დირექტორმა წარმოადგინა გეგმა, რომელიც არხის რეიტინგებს ეძღვნებოდა.

„გენერალური დირექტორის წარმოდგენილი გეგმა ეყრდნობოდა რეიტინგის კრიტერიუმებს, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. საქმიანი შეხვედრის შემდეგ მივედით კონსენსუსამდე, რომ საბჭო დააკონკრეტებს მაუწყებლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებს, რომელსაც ერთ კვირაში წარუდგენს მენეჯმენტს და გახდება ფართო საზოგადოებრივი განსჯის საგანი“, - განაცხადა გიორგი გოგელიამ.

გოგელია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინიციატივო ჯგუფის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, მიმდინარე პროცესებიდან არ დარღვეულა არც ერთი თანამშრომლის უფლება, რადგან ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული. გოგელიას განცხადებით, მიმდინარე პროცესები კანონის სრული დაცვით წარიმართება.