საფრანგეთში „ფლამანვილის“ ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა

საფრანგეთში „ფლამანვილის“ ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა

საფრანგეთის ჩრდილოეთ-დასავლეთში „ფლამანვილის“ ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა, - იუწყება ფრანგული მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება სამანქანო განყოფილებაში მოხდა. რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს. პრეფექტურაში განაცხადეს, რომ მომხდარის შედეგად ხუთი ადამიანი მსუბუქად მოიწამლა.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები, მაშველები და სასწაფო დახმარების სამსახურია მობილიზებული. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა, თუმცა ხანძარი ატომური რეაქტორების ზონებზე არ გავრცელდა.