ძალიან სამწუხაროა, რომ ,,ქართული ოცნება“ მხოლოდ პარტიული აქტივისტების დასაქმებაზე ზრუნავს

ძალიან სამწუხაროა, რომ ,,ქართული ოცნება“ მხოლოდ პარტიული აქტივისტების დასაქმებაზე ზრუნავს

ფრაქცია ,,ევროპული საქართველოსთვის’’ წევრის ირაკლი აბესაძის განმარტებით, ,,ქართული ოცნება“ ბოლო პერიოდში თავის აქტივისტების დასაქმებას აგრძელებს.

როგორც აბესაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანაში, დასაქმების მხრივ, რთული მდგომარეობაა, ამიტომ ხელისუფლება სოციალური და სიღარიბის პრობლემების მოგვარებაზე უნდა ზრუნავდეს.

,,ძალიან სამწუხაროა, რომ ,,ქართული ოცნება“, ისე როგორც გასული ოთხი წლის განმავლობაში, დასაქმებაზე ზრუნვას აგრძელებს, ოღონდ აგრძელებს მხოლოდ და მხოლოდ მათი პარტიული აქტივისტებისთვის. ეს არის მათი მთავარი პრიორიტეტი. ეს გამოჩნდა წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც პრემიერმა დაანონსა სოსო ჯაჭვლიანის დასაქმება, ახლა ვხედავთ, რომ ყოფილი პარლამენტარები საქმდებიან. არავის დასაქმების წინააღმდეგი არ შეიძლება იყო , თუკი რეალურად ხედავ მთავრობის აქტიურ ქმედით ნაბიჯებს მოსახლეობის დასაქმებისკენ, ვინაიდან უმუშევრობაა და აქედან გამოწვეული სოციალური პრობლემები და სიღარებე საქართველოს პირველი გამოწვევაა“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.