სოზარ სუბარი ალეკო ელისაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

სოზარ სუბარი ალეკო ელისაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი უარყოფს ალეკო ელისაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან ელისაშვილს მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ვუგარ ალიევის გათავისუფლება სთხოვა.

როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავს საკითხზე ალეკო ელისაშვილთან საუბარი არ ჰქონია.

„ვუგარ ალიევის გვარი და სახელი პირველად გავიგე, როდესაც ტელევიზიით გამოაცხადეს. ბუნებრივია, დავინტერესდი, ვინ არის ეს ადამიანი.

გავარკვიე ძალიან მარტივი რამ - ის გაუთავისუფლებია პრეზიდენტს და დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი არ გაათავისუფლებდა, საფუძველი რომ არ ჰქონოდა. თუ ელისაშვილს პროტესტი ჰქონდა, თვითონ იყო შეწყალების კომისიის თავმჯდომარე და მაშინ უნდა გამოეთქვა ეს პროტესტი. ეს ადამიანი, წლისა და ორი თვის განმავლობაში, რაც მე მინისტრი ვიყავი, იჯდა მერვე საპყრობილეში, სატუსაღოში, რომელიც იმ დროისთვის იყო ყველაზე მკაცრი სასჯელაღსრულების დაწესებულება საქართველოში. მის მიმართ რომ ასეთი ინტერესი ყოფილიყო, მოხდებოდა მისი გადაყვანა შედარებით მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებაში, რაც არ მომხდარა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

როგორც საკრებულოს წევრმა, ალეკო ელსიაშვილმა რამდენიმე დღის წინ, გადაცემაში „არჩევანი“ განაცხადა, 2013 წელს სასჯელაღსრულების სამინიტროში მაშინდელ მინისტრ სოზარ სუბარის კაბინეტში შეხვედრა შედგა.მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე სოზარ სუბარი მას მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ვუგარ ალიევის გათავისუფლებას სთხოვდა, რომელსაც 27 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ელისაშვილი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების ყოფილი მინიტრი მას ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით შეხვდა.