ნაძალადევის რაიონში სამი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში სამი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში კიდევ სამი სპორტული მოედნის აღდგენა-რეკონსტრუქცია დასრულდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ც. დადიანის ქ. N148-ში, გურამიშვილის გამზ. N12-ის მიმდებარედ და თოდრიას ქუჩაზე არსებულ მოედნებს. განახლებული სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ, ადგილობრივ მოსახლოებასთან ერთად დაათვალიერა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სპორტულ მოედნებზე დაიგო ხელოვნური, მწვანე საფარი, გამოიცვალა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები, ძველი ლითონის კონსტრუქციები შეიცვალა ახლით.

2016 წლის განმავლობაში ნაძალადევში სულ 20 სპორტული მოედანი განახლდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 466 900 ლარი გამოყო. 2017 წლის ბიუჯეტში კი მსგავსი სამუშაოებისთვის 404 550 ლარია გათვალისწინებული. გამგეობა ორი ახალი სტადიონის მშენებლობას და ათამდე სპორტული მოედნის რეაბილიტაციას გეგმავს.