სამი იქნება ოთხი თუ შვიდი გასაღები, კარგად გვესმის, რომ წვდომა მაინც სუს-ის ხელშია

სამი იქნება ოთხი თუ შვიდი გასაღები, კარგად გვესმის, რომ წვდომა მაინც სუს-ის ხელშია

ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, ე.წ.მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის მიხედვით სიპის შესაქმნელად დაახლოებით 16 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.

როგორც ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის შენიშვნები, რათა საფუძველი ჩეყაროს ისეთ სისტემას, რომელიც შექმნის განცდას, რომ პირადი ცხოვრება დაცულია.

,,რაც შეეხება ინიციატივას, რომელიც უკავშირდება მოსმენების გადატანას სუს-ის სიპში, პირდაპირ შეიძლება განვაცხდადო, რომ ეს არის ჰაერში გადაყრილი ფული, რადგან რამდენადაც ვიცი ამაზე 16 მილიონ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს. ეს იმ პრობელმას რომელზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ ვერანაირად ვერ გადაჭრის. აქ იქნება სამი,ოთხი თუ შვიდი გასაღები, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ წვდომა მაინც რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელში. აქედან გამომდინარე, გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა. აქ საუბარი არ არის იმაზე, როგორ იქნება მოწყობილი მთლიანად სისტემა. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს, როგორც საპარლამენტო კონტროლს, ასევე ნდობის ჯგუფის საშუალებით კონტროლს, ესეც იქნება ზედაპირული და რეალურად ჩვენ რა პრობლემაც გვაქვს ამას ვერ დაარეგულირებს. აქედან გამომდინარე, რჩევა იქნებოდა, რომ ზოგადად ხელისუფლება დაფიქრდეს, თუ რად უნდა ეს ფარსი, რომელსაც რეფორმას უწდებს. ეგებ გაიაზიროს ის წინადადებები, რომლებიც აქვს არასამთავრობო სექტორს, რომელიც აქვს ოპოზიციას და რეალურად ერთხელ და სამუდამოდ, ჩავუყაროთ საფუძველი ისეთ სისტემას, რომელიც შეგვიქმნის განცდას, რომ ჩვენი პირადი ცხოვრება დაცულია“, -განაცხადა გიორგი ტუღუშმა.