გამოვიყენებთ ყველა საკანონმდებლო საშუალებას, რომ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც კითხვის ნიშნებს ბადებს, გავაუმჯობესოთ

გამოვიყენებთ ყველა საკანონმდებლო საშუალებას, რომ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც კითხვის ნიშნებს ბადებს, გავაუმჯობესოთ

ვფიქრობთ, გამოვიყენოთ ყველა საკანონმდებლო საშუალება, რომ გავაუმჯობესოთ კანონპროექტი, რომელიც წარმოდგენილია და რამდენიმე კითხვის ნიშანს ბადებს. შესაბამისად, რაიმე ვეტოზე ან მოტივირებულ შენიშვნებზე ფიქრი დღესდღეობით ნაადრევია, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს ე.წ. მოსმენების გასაღებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე.

ანა დოლიძის განმარტებით, მათ "დაკაპიწებული აქვთ ხელები" და აპირებენ ჩაერთონ საკანონმდებლო მუშაობაში ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, თუ ამის საშუალება მიეცემათ და კანონპროექტის განხილვა არ მოხდება ფორსირებულ რეჟიმში.

"საქართველოს პარლამეტში ინიცირებული კანონპროექტი შეიცავს რამდენიმე პრობლემურ დებულებას. შესაბამისად, ჩვენ ვაწარმოებთ ფართო კონსულტაციებს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, მათ შორის, არასამთავრობოებთან, კომერციულ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომ ჩამოვაყალიბოთ ისეთი პოზიცია, რომელიც შესაბამისად შეასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებას და გადაწყვეტილებას. თუმცა დღეს გავიგეთ ჩვენ, რომ პარლამენტში ხვალ გაიმართება ყველა კომიტეტის მოსმენა, ხვალვე შეიძლება ეს საკითხი გატანილი იქნეს სესიაზე, რაც ზღუდავს იმ სივრცეს, სადაც იქნება ხარისხიანი საზოგადოებრივი მსჯელობა ამ სააგენტოს ბედზე", - აღნიშნა ანა დოლიძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძისა და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ლევან ბოძაშვილის შეხვედრა "ეს შენ გეხებას" წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დასრულდა. ავლაბრის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებული საკონონმდებლო ინიციატივა განიხილეს.