ხელისუფლება ცდილობს იმ ადამიანებს მიანდოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბედი, ვინც საყდრისის აფეთექებაზე დადებითი დასკვნა დადო

ხელისუფლება ცდილობს იმ ადამიანებს მიანდოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბედი, ვინც საყდრისის აფეთექებაზე დადებითი დასკვნა დადო

საპარლამენტო უმცირესობის წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს რამდენიმე მიზანი აქვს.

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს იმ ადამიანებს მიანდოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბედი, ვინც საყდრისის აფეთექებაზე დადებითი დასკვნა დადო.

,,მაუწყებლის დახურვას აქვს სამი მიზანი. პირველი ის, რომ შენობა ჩაიგოდონ ჩალის ფასად, იმ ტერიტორიაზე. მეორე ის, რომ ხელისუფლებისადმი არალოიალურად განწყობილი ადამიანები გაყარონ ტელევიზიიდან და მესამე, ამ შენობიდან, რომ არ იყოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება. რომელ საბიუჯეტო ეკონომიაზეა საუბარი, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურ რეფორმას ახორციელებს ადამიანი, რომელმაც საყდირისის დასკვნა დადო. ასეთი ადამიანების ხელით აპირებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ყველამ, ვინც ხელი მოაწერა საყდრისის განადგურების ეკონომიკურ დოკუმენტს, დააჯილდოეს და შემდეგ, ხელისუფლების სხვადასხვა მიმართულებით დიდი ადამიანები გახდნენ. ერთ-ერთი ჯილდო, როგორც ვხედავთ, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის სადმე თბილ სავარძელზე მოკალათება. უამრავი უზნეობა ხდება ამ კუთხით. ყველა სერიოზული კრიზისი საქართველოში დაიწყო მედიის კონტროლით და ეს ხელისუფლება დაამთავრებს ცუდად თუ არ შეწყვეტს ,,რუსთავი 2“-ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის დახურვის მცდელობას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.