საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით წარმოდგენილ გეგმაზე ოპოზიციის შეფასებები პოლიტიკურად ანგაჟირებულია

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით წარმოდგენილ გეგმაზე ოპოზიციის შეფასებები პოლიტიკურად ანგაჟირებულია

ის პრობლემები, რაც დირექტორმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით წარმოაჩინა, მართლაც დასაფიქრებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანის თქმით, მაუწყებელთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებები პოლიტიკურად ანგაჟირებულია.

„ის პრობლემები, რაც დირექტორმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით წარმოაჩინა, მართლაც დასაფიქრებელია. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, თუნდაც რეიტინგი, თუნდაც ის, თუ როგორ ხდებოდა ბიუჯეტით განსაზღვრული თანხების ხარჯვა - რამდენად ეფექტურად ხდებოდა ეს. ის, რომ გარკვეული რეფორმები საჭიროა, კითხვებს არ აჩენს...

მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ რეფორმები განხორციელდეს. ასევე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი უფლებები კანონმდებლობით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, ოპოზიციის მხრიდან ეს ყველაფერი პოლიტიკურად არის ანგაჟირებული,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.