საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის შესწავლა და შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები დაიწყო.
აღნიშნულ საკითხზე ამ წუთებში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ავლაბრის სასახლეში კამპანია "ეს შენ გეხებას" წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
დღესვე, ამავე საკითხზე, ანა დოლიძე ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების წარმომადგენლებთანაც გამართავს შეხვედრას.
საკითხთან დაკავშირებით, 6 თებერვალს ანა დოლიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს შეხვდა.