"მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახს კომპენსაცია არ მიუღია"

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი გადაცემაში „მედია რეიტინგი“ „რუსთავი 2“-ის მეგასიაფანდობაზე“ საუბრობს და აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის ბრძოლა კაცობრიობის წინააღმდეგ გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.

ჟურნალისტის განმარტებით, ვინც ამ ტელევიზიის გადაცემებს უყურებს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მესამე მსოფლიო ომია გაჩაღებული „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ. „იგი ებრძვის ყველას - ხალვაშს, პარლამენტს, მთავრობას, ბიძინას და ყველა რჯულის სასამართლოს“, - აცხადებს რამიშვილი.

რამიშვილი გადაცემაში ეხება „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი სააპელაციო სამართლოს მოსამართლე ნატა ნაზღაიძესთან მიმართ ბოლო დროს ტელეკომპანიის მიერ „კორუფციაში მხილებას“. კერძოდ, საუბარია ნატა ნაზღაიძის ძმის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც 2015 წლის სტიქიის შემდეგ კომპენსაცია გაიცა 1 მილიონი ლარის ოდენობით.

ჟურნალისტი ინტერესდება იყო თუ არა ეს მიწა მოსამართლის ძმის და მიიღო თუ არა კომპენსაცია ნაზღაიძემ.

„ეს მიწა 2011 წელს შევიძინეთ, გვქონდა დაინტერესება, რადგან არსებობდა მშენებლობის ნებართვა ამ მიწაზე. ყოველთვიურად გვიწევდა 4500 დოლარის გადახდა, ინვესტორიც ვერ მოვძებნეთ და ფინანსური პრობლემები შეგვექმნა. 2012 წლის ოქტომბერში გადავწყვიტეთ გაგვეყიდა მიწის ნაკვეთი და შევხვდით პოტენციურ მყიდველს ზვიად ნაზღაიძეს, რომელმაც იყიდა ეს მიწა გარკვეული პირობებით“,- აცხადებს მიწის ნაკვეთის მფლობელი ზვიად ჩოხელი.

„ პირობა იყო ასეთი: უნდა გადამეხადა 200 ათასი დოლარი, თუმცა თავიდან ვიხდიდი 40 ათას დოლარს და შემდეგში, ყოველ თვე 2 500 დოლარს. ხელშეკრულება გაფორმდა“, - პასუხობს ზვიად ნაზღაიძე.

ამის შემდეგ ჩოხელის ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, ნაზღაიძესთან ვალის აღიარების ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად ჩოხელს ნაიზღაიძესთვის 80 ათასი დოლარი უნდა დაებრუნებინა, რაც მან ამ მიწის გამო გადაიხადა.

შესაბამისად, ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან ნაზღაიძე ამ მიწის ნომინალური მფლობელი გახდა, ფაქტიური მესაკუთრე კი ისევ ზვიად ჩოხელი.

2015 წლის ივნილსს მომხდარი სტიქიის შემდეგ ჩოხელების ოჯახმა მერიაში განცხადება შეიტანა, რათა კომპენსაცია მიეღოთ.

ჟურნალისტი სვამს კითხვას: ამ დროისთვის ჩოხელი აღარ იყო მესაკუთრე, აქედან გამომდინარე, რატომ ჰგონია, რომ მიწა მისია?

„მე კოლოსალური თანხმები ჩავდე ბანკში და ნაზღაიძისთვის ფული უნდა დამებრუნებინა, ნაზღაიძე ჩემთვის იგივე ბანკია. ამიტომ დაზარალებული მე ვარ“, - აცხადებს ჩოხელი.

მერიამ აუნაზღაურა ზარალი ფაქტობრივად ჩოხელს, ხოლე დე იურედ ნაზღაიძეს, დაუფარა ამ უკანასკნელს ვალი (80 ათასი დოლარი) და მის სახელზე გადააფორმა მიწა სანდრო ეულის ქუჩაზე.

ზვიად ჩოხელის შეფასებით, აღნიშნულ თემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ ზოგ-ზოგიერთები.

„პოლიტიკური მიზნებისთვის იყრნებს ზოგ-ზოგიერთი ამ საკითხს. ახლა გამოჩნდა ზვიად ნაზღაიძის და და უნდათ, პოლიტიკურად გამოიყენონ და არ აინტერესებთ, რომ ამ ყველაფრის უკან 12 ოჯახი ზარალდება“, - აცხადებს ჩოხელი.