ზაზა ხატიაშვილმა ფრანგ ადვოკატებთან ერთად პარიზში საპროტესტო აქცია გამართა

ზაზა ხატიაშვილმა ფრანგ ადვოკატებთან ერთად პარიზში საპროტესტო აქცია გამართა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა ფრანგ ადვოკატებთან ერთად პარიზში, საქართველოს საელჩოს წინ, საპროტესტო აქცია გამართა თემაზე:,,საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტოს ქართველი ადვოკატების დევნა“.

ზაზა ხატიაშვილი მოითხოვს, ქართველ ადვოკატებთან მიმართებაში დაცული იყოს გაერო-ს კონვენციის პრინციპი, რათა მათ საადვოკატო საქმიანობის განხორციელება დაშინების, ზეწოლის და არასათანადო მოპყრობის გარეშე შეძლონ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, ზაზა ხატიაშვილმა და ფრანგმა ადვოკატებმა გააპროტესტეს 62 წლის ადვოკატის ნათელა გოდერიძის და მზევინარ კოსტავას დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობა და ხელისუფლებას მოუწოდეს ადვოკატების დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ. ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ მზევინარ კოსტავა და ნათელა გოდერიძე არიან ხელისუფლების პირადი, პოლიტიკური პატიმრები და მოუწოდა ფრანგ კოლეგებს მიმართონ საფრანგეთის პრეზიდენტს ჩაერთოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადვოკატების გათავისუფლებაში. 

ადვოკატებმა ერთობლივად მოითხოვეს ადვოკატების: გიორგი მდინარაძის, ალქსანდრე ფირცხალაიშვილის, მუხრან ღურწკაიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე ეფექტური გამოძიება და დამნაშავე პოლიციელების დასჯა კანონის მთელი სიმკაცრით.

”გიორგი მდინარაძის წამება არის შავი ლაქა საქართველოს სამართალდამცავი სტურქტურების არსებობის ისტორიაში. 21-ე საუკუნეში პოლიციის დაწესებულებაში, არასრულწლოვანი 14 წლის მოქალაქის დასაცავად სახელმწიფოს მიერ გამოძახებული ადვოკატი, ხელბორკილებით დააბა და აწამო, ეს არის ქვეყნის სირცხვილი. საქართველოს პროკურატურამ არ დააკავა ის პირები ვინც უკანონოდ დააკავა და ბორკილები დაადო ადვოკატ გიორგი მდინარაძეს. პროკურატურის დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო, პოლიციელები დღესაც აგრძელებენ მუშაობას პოლიციაში. მდინარაძის ინციდენტიდან რამოდენიმე კვირაში დააკავას მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მუხრან ღურწკაია ადმინისტრაციული წესით, რომელიც დაკავების მომენტში ახორციელებდა საადვოკატო საქმიანობას. დაახლოებით 6 თვიანი განხილვების შემდეგ, სასამართლომ უკანონოდ სცნო ადვოკატ მუხრან ღურწკაიას დაკავება. ადვოკატმა მიმართა სამართლებრივ პროცედურებს და მოითხოვა მისი უკანონოდ დაკავების ფაქტზე დამანაშავე პოლიციელების დასჯა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს მიმაჩნია, რომ მუხრან ღურწკიას დაკავება სავარაუდოდ პირდაპირ კავშირშია გიორგი მდინარაძის წამებასთან, ვინაიდან მუხრან ღურწკაია ყველაზე მეტად აქტიურობდა გიორგი მდინარაძის წამების ფაქტზე და ითხოვდა მოძალადე პოლიციელების დასჯას. მურან ღურწკაია გიორგი მდინარაძის წამების ფაქტზე შეხვდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, რამაც სავარაუდოდ გაანაწყენა ხელისუფლება. აქაც სახეზე გვაქვს პროკურატურის დანაშაულებრი უმოქმედობა”, - აცხადებენ ხატიაშვილი. 

2016 წლის 21 დეკემბერს პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს ადვოკატ ალექსანდრე ფირცხალაიშვილს, რომელიც მანქანით გადაადგილდებდა 8 თვის ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად. პროკურატურას, ნაცვლად იმისა, რომ პოლიციელებისთვის ბრალი წაეყენებინა ადვოკატის შეურაცხყოფის მიყენებისთვის, 2 თებერვალს ადვოკატს წაუყენეს ბრალი. 

საპროტესტო აქციის შემდეგ გადაწყდა, რომ მომავალი აქციები ჩატარდება ვენაში, ბერლინში და ბრიუსელში. ადვოკატები შეთანხმდნენ მომავალი აქციის თარიღზე და იგი გაიმართება ორ კვირის შემდეგ 24 თებერვალს ვენაში. ვენაში იგეგმება ზაზა ხატიაშვილის შეხვედარა ავსტრიის კანცლერის და პრეზიდენტის რეზიდენციაში.