აშშ-ის სენატმა ჯეფ სეშნსი აშშ-ის გენერალურ პროკურორად - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაამტკიცა.
სეშნსის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 52 სენატორმა 47-ის წინააღმდეგ, ერთმა სენატორმა კი თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ „დემოკრატი“ სენატორები ცდილობდნენ ჯეფ სეშნსის დამტკიცების დამუხრუჭებას.
ჯეფ სეშნსი ცნობილია როგორც ”მემარჯვენე კონსერვატორი”. ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი იყო წინასაარჩევნო კამპანიისას. მხარს უჭერდა რუსეთის მიმართ პოლიტიკის გამკაცრებას.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სტრუქტურაში შედის პროკურატურა და რიგი სპეცსამსახურები, მათ შორის გამოძიების ფედერალური სამსახური.