ნეთანიაჰუ ჩაკ ნორისს - ისრაელი ძლიერია, მაგრამ ახლა უძლეველია

ნეთანიაჰუ ჩაკ ნორისს - ისრაელი ძლიერია, მაგრამ ახლა უძლეველია

ისრაელი ძლიერია, მაგრამ ახლა უძლეველია, - განუცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამერიკელ მსახიობს ჩაკ ნორისს. 

გუშინ ამერიკელი მსახიობი ჩაკ ნორისი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს მის სამთავრობო ოფისში ეწვია. 

„დამიჯერთ, თქვენ ყოველთვის გექნებათ ჩემი მხარდაჭერა“, - განუცხადა ჩაკ ნორისმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი მსახიობი ისრაელის პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერია. 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ჩაკ ნორისმა ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ისრაელის მოქალაქეებს ნეთანიაჰუსთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა.