აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი დონალდ ტრამპის სასამართლოსადმი დამოკიდებულებას ამორალურს უწოდებს

აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი დონალდ ტრამპის სასამართლოსადმი დამოკიდებულებას ამორალურს უწოდებს

აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ნილ გორსუჩი, სასამართლოსადმი დონალდ ტრამპის დამოკიდებულებას „ამორალურს და გამაკვირვებელს“ უწოდებს. ეს სიტყვები გორსუჩმა დემოკრატ სენატორ, რიჩარდ ბლუმენთალთან შეხვედრისას გამოიყენა.
უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მიერ სოციალური ქსელ ტვიტერში გამოქვეყნებული განცხადებები გააკრიტიკა. 

დონალდ ტრამპმა ფედერალურ მოსამართლე ჯეიმს რობარტს, რომელმაც მიგრანტებთან დაკავშირებით აშშ-ის ახალი პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააუქმა, „ეგრეთ წოდებული მოსამართლე“ და სასამართლო სისტემის „სასაცილო“ წარმომადგენელი უწოდა. 

ნილ გორსუჩი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად, სწორედ დონალდ ტრამპმა წარადგინა. წარდგენიდან რამდენიმე დღის შემდეგ, გორსუჩმა ტრამპი პირველად გააკრიტიკა.