ირაკლი კობახიძემ ფოტო-ვიდეო რეპორტიორ სოფო ბობოხიძის ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა

ირაკლი კობახიძემ ფოტო-ვიდეო რეპორტიორ სოფო ბობოხიძის ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტში დღეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორის, სოფო ბობოხიძის ფოტონამუშევრების გამოფენა მოეწყო.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, სოფო ბობოხიძის საქმიანობის ამსახველი ფოტოები და მისი ნამუშევრები დაეთვალიერებინა.

პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ ფოტოები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დაათვალიერა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში დღეს სოფოს ფოტოების გამოფენა მოეწყო.

,,კიდევ ერთხელ მწუხარება მინდა გამოვთქვა სოფო ბობოხიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთმა ნიჭიერმა და ახალგაზრდა ადამიანმა დაგვტოვა. ეს არის დანაკლისი თითოეული ჩვენგანისთვის . ვნახეთ ფოტოები, რომელიც ასახავს სოფოს მუშაობას საქართველოს პარლამენტში, ასახავს მის ნიჭიერებას. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს პარლამენტში მოეწყო ეს ღონისძიება და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ სოფო ბობოხიძე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2016 წლის 11 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სოფო ბობოხიძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.