პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს არ შეამცირებს

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს არ შეამცირებს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, მართლმსაჯულების მესამე ტალღასთან დაკავშრებით პარლამენტმა მიიღო ის კანონპროექტი, რომელიც ხანგრძლივი მსჯელობის საგანი იყო.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის ვეტოს არ გაზიარება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს არ შეამცირებს.

,,კანონპროექტის პაკეტი, რომელიც მიიღო პარლამენტმა, იყო ხანგრძლივი მსჯელობის საფუძველზე ჩამოყალიბებული. სწორედ ასეთი მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ე.წ მესამე ტალღასთან დაკავშირებით. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომელიც გატარდა საქართველოში გასული ოთხი წლის განმავლობაში. მართლმსაჯულების სფეროში ჩვენ გვაქვს რადიკალური პოზიტიური ცვლილებები და ეს მესამე ტალღა უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობის კიდევ უფრო განმტკიცებას. ეს არის ზოგადი პოზიცია. რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს არ გაზიარებას, ეს არ გაზიარება არც ერთი გრამით არ შეამცირებს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს. ეს შემიძლია თამამად გითხრათ. ეს არის პოზიცია, რის საფუძველზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის პირვანდელი რედაქციის მიღებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით მსჯელობები მომავალშიც გაგრძელდება . რაც შეეხება პრეზიდენტის შენიშვნებს კობახიძის განმარტებით, კანონის შესაბამისად შენიშვნები ან სრულად უნდა გაიზაირაო ან საერთოდ არა

,,იყო რამდენიმე საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება მსჯელობა. თუმცა მოქმედი კონსტიტუციისა და კანონის თანახმად, პრეზიდენტის შენიშვნებს ან სრულად იზიარებ ან არ იზიარებ. ეს არის მოქმედი კანონმდებლობა. გამომდინარე აქედან პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ჩვენი პოზიცია. ამიტომ კენჭი ვუყარეთ პირვანდელ რედაქციას და მივიღეთ პირვანდელი სახით კანონპრიექტების პაკეტი. რაც შეეხება რეფორმის გაგრძელებას, უნდა დავაკვირდეთ იმ პროცესებს, რომელიც წარიმართება სასამართლო სისტემაში. ამის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს რეფორმები. ჩვენი მიზანი არის საბოლოოდ ევროპული სტანდარტების სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება . გახსოვთ რამდენად მძიმე იყო ჩვენი სასტარტო პოზიცია 2012 წელს . პრაქტიკულად მთლიანად იყო დაქვემდებარებული სასამართლო სისტემა იუსტიციის სამინისტროს. საქართველოში სასამართლო პრაქტიკულად არ არსებობდა. მინუსის ნიშნულიდან ავიღეთ ჩვენ სასტარტო პოზიცია. როდესაც საუბარია მართლმსაჯულების სისტემაში პრობლემებზე, ოპონენტები მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებენ ისეთ საკითხებზე, რომელთა დაკავშირებითაც მათ აქვთ სუბექტური ინეტერსები. ეს არის ეგრედწოდებული პოლიტიკური პატიმრების საქმე . ჩვენ ვნახეთ უგულავას მაგალითზე, რომ მან თავად აღიარა თავისი დანაშაული და ის არ იყო პოლიტიკური პატიმარი. მეორე ეს არის რუსთავი ორის საქმე, რომელთა დაკავშირებითაც ნაციონალურ მოძრაობას აქვს თავისი ინტერესი გამომდინარე იქიდან, რომ ტელევიზიის დეფაქტო მესაკუთრე არის ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერი. ეს არის მოცემულობა . არცერთ სხვა საკითხთან დაკავშირებით რეალურად არ გამოითქმება არსებითი ხასიათის შენიშვნები. ეს არის ის ფუნდამენტური მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს 2012 წლის მერე . გახსოვთ, რომ სასამართლო სისტემა იყო რეკეტის ისნტრუმენტი, ქონების წართმევის ინსტრუმენტი, ადამიანის დაშინების, დაშანტაჟების ინსტრუმენტი. ეს პრაქტიკა არის თავიდან ბოლომდე აღკვეთილი 2012 წლის შემდეგ . ეს არის ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურება. ამ მიმართლებით ჩვენ გავაგრძელებთ მსვლეობას“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას