სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნებისას საგნობრივი არგუმენტები ვერ მოვისმინეთ

სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნებისას საგნობრივი არგუმენტები ვერ მოვისმინეთ

სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნებისას საგნობრივი არგუმენტები ვერ მოვისმინეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რეფორმა უპრეცედენტოა, რომელიც ქვეყნის სწორ განვითარებას წაადგება. „ჩვენ ვახორციელებთ უპრეცედენტო რეფორმას, რასაც სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა ჰქვია. რეფორმის ეს ტალღა და შემდგომი განვითარება მოვლენებისა ჩვენს ქვეყანას ძალიან წაადგება, წაადგებათ ადამიანებს, რომლებიც იქნებიან სასამართლოს მომხმარებლები ზოგადად. რაც შეეხება გამოთქმულ შენიშვნებს, სამწუხაროა, რომ ჩვენ საგნობრივი არგუმენტები მაინც და მაინც ვერ მოვისმინეთ. როდესაც კრიტერიუმებზეა საუბარი, შესაძლებელია, გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა, მაგრამ აქაც არგუმენტები ისეთი, რომ დაგვარწმუნებდა ამ საკითხების უტყუარობაში, არ მოგვისმენია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

უმრავლესობის დეპუტატი ოპოზიციონერი კოლეგების ბრალდებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება და უმეტესი მათგანი პოლიტიკური პიარის შემადგენელი ნაწილია. მდინარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია შეიცვალოს სისტემა, რათა ქვეყანამ არ მიიღოს ის რეალობა, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

„საქართველოში აღარასდროს უნდა განმეორდეს ის 8-9-წლიანი ანომალია, რაც ჩვენ დაგვემართა. ეს იყო ის მოდელი, რომელიც თქვენ შესთავაზეთ ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ და იმისათვის, რომ ეს არ განმეორდეს, ჩვენ მიზანმიმართულად, სწორად ვაპირებთ რეფორმები განვახორციელოთ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.