9-12 თებერვალს საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 9 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში კი ნალექია მოსალოდნელი, უმეტესად თოვლის სახით. მათ შორის თბილისში თოვლჭყაპი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +5 გრადუსი იქნება.
საქართველოში ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი 13 თებერვლამდე შენარჩუნდება.
10-12 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2 , +7 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსები 10-12 თებერვალს დედაქალაქში მცირე თოვლს პროგნოზირებენ.