პრეზიდენტი „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა

პრეზიდენტი „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და ბოლო პერიოდში, „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს.

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ აღნიშნა, საუბარი კონკრეტულად შეეხო იმას, თუ რა ხდება, როგორი არის ზოგადად მისი განვითარების გეგმა. „საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა, თუ რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში. დღეს გაიმართა შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებთან. საუბარი კონკრეტულად შეეხო იმას, თუ რა ხდება, როგორი არის ზოგადად მისი განვითარების გეგმა და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მიიღო სრული ინფორმაცია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი წევრებისგან“, - აღნიშნა ეკატერინე მიშველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.