ის რაც ახლა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხდება, გამოწვევაა ჩვენი სახელმწიფოსთვის

ის რაც ახლა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხდება, გამოწვევაა ჩვენი სახელმწიფოსთვის

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილებისაკენ მოუწოდებს.

შესაბამისი განცხადება კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

”ის რაც ახლა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხდება, არის გამოწვევა ჩვენი სახელმწიფოსთვის - სახელის გადარქმევის მცდელობა, ყოვლად უკანონო რეფერენდუმი, გატაცებები - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლითაც ახლა სახელმწიფო უნდა იყოს დაკავებული. მესმის, რომ იმ ფონზე, როცა ”გაზპრომთან” ფორმდება ჩემი აზრით მოღალატეობრივი ხელშეკრულება, როცა გია ცერცვაძესთან დაკავშირებით რუსეთს გადასცემთ ინფორმაციას, ასეთი მოწოდება ვიღაცას შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ მოვალე ვართ, გაგაგებინოთ, რომ ეს თემები არის თქვენი პასუხისმგებლობა”, - მიმართა კაპანაძემ მმართველი გუნდის წევრებს.