პარლამენტში მანანა კობახიძეს ანრი ოხანაშვილი შეცვლის

პარლამენტში მანანა კობახიძეს ანრი ოხანაშვილი შეცვლის

შეცვლის მანანა კობახიძეს, რომელიც დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია, პარლამენტში ანრი ოხანაშვილი შეცვლის.

”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში მანანა კობახიძის ადგილმონაცვლე ანრი ოხანაშვილია, რომელიც ამჟამად პარლამენტის აპარატს ხელმძღვანელობს.

ოხანაშვილმა პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობა დაახლოებით ორი თვის წინ დაიკავა, თუმცა ის ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიიდან ამოღებული არ არის. შესაბამისად, კობახიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, მისი ადგილმონაცვლე სწორედ ოხანაშვილი ხდება.

ამასთან, თუკი ანრი ოხანაშვილი პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობის დატოვებაზე უარს იტყვის, მანანა კობახიძეს პარლამენტში ლევან მგალობლიშვილი შეცვლის.