ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის შემოღებული სტატუს-ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების იგნორირება, არასწორი იყო

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის შემოღებული სტატუს-ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების იგნორირება, არასწორი იყო

წინა ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის შემოღებული სტატუს-ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების იგნორირება, სამწუხარო და არასწორი გადაწყვეტილება იყო, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

სერგი კაპანაძემ ამ კონტექსტში ვიზალიბერალიზაციაზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტები სწორედ ამ მიზნით იყო შემოღებული.

”კარგია გზავნილი ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის ჩვენს აფხაზ და ოს თანამოძმეებზე გავრცელების შესახებ, თუმცა დანანებით მინდა ვთქვა, რომ ამ კეთილი ზრახვის მიუხედავად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არც ერთი პრაქტიკული ნაბიჯი არ გადადგმულა ხელისუფების მხრიდან, რომ სტატუს-ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ სწორედ ამ მიზნით იქნა შემოღებული, გამოყენებული ყოფილიყო. მოხდა მათი სრული იგნორირება. უფრო მეტიც, ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულება ამ დოკუმენტებზე არც კი ვრცელდება”, - განაცხადა კაპანაძემ.