ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო წერტილი არ არის, ჩვენი მთავარი მიზანი ევროპულ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციაა

ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო წერტილი არ არის, ჩვენი მთავარი მიზანი ევროპულ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციაა

ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო წერტილი არ არის - ჩვენი მთავარი მიზანი ევროპულ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციაა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მან კოლეგებს ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა.

”ეს ნამდვილად არის ჩვენ ქვეყნის დიდი მიღწევა. ეს არის თითოეული მოქალაქის მიღწევა, ხელისუფლების მიღწევა და აქ მყოფი თითოეული ადამიანის მიღწევა. ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით ჩვენი მოქალაქეებისათვის ყველა ის სიკეთე გახდება ხელშესახები, რომელიც ევროპულ ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო წერტილი არ არის - ამ მიმართულებით ჩვენი მთავარი მიზანია სრული ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ეს მიზანიც უახლოეს პერიოდში მიღწეული იქნება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.