ა(ა)იპ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აგრძელებს პროფესიონალი კადრების შერჩევას ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეც-პედაგოგის პოზიციის დასაკავებლად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2017 წლის 28 თებერვლამდე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საკადრო სამსახურს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• რეზიუმე (CV)
• პირადობის მოწმობის ასლი
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი
• სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები სპეციალური პედაგოგის პოზიციისათვის:
• უმაღლესი განათლება სპეციალური პედაგოგიკის სფეროში.
• სპეც-პედაგოგად მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
• ბავშვებისათვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება
• ბავშვთა უფლებების კონვენციის ცოდნა
• კარგი კომუნიკაციის უნარი, როგორც ბავშვებთან, ასევე მშობლებთან ურთიერთობისათვის
• სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები ფსიქოლოგის პოზიციისათვის:
• უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში (სასურველია, იყოს ბავშვის განვითარების ფსიქოლოგი)
• ფსიქოლოგის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
• ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება,
• ქცევის ანალიზის სტრატეგიების ცოდნა
• ქცევის პოზიტიური მართვის მიდგომის ცოდნა
• ბავშვთა უფლებების კონვენციის ცოდნა
• კარგი კომუნიკაციის უნარი, როგორც ბავშვებთან, ასევე მშობლებთან ურთიერთობისათვის
• სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები ლოგოპედის პოზიციისათვის:
• უმაღლესი განათლება ლოგოპედის ან მეტყველების თერაპევტის კვალიფიკაციით
• ლოგოპედად მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
• ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება
• ბგერების სწორად წარმოთქმის სავარჯიშოების ცოდნა
• ბავშვის ქცევის პოზიტიურ მართვის ცოდნა
• ბავშვის უფლებათა კონვენციის ცოდნა
• კარგი კომუნიკაციის უნარი, როგორც ბავშვებთან, ასევე მშობლებთან ურთიერთობისათვის
გასაუბრება დაგეგმილია 6 და 7 მარტს. გასაუბრების ზუსტი დროის შესახებ აპლიკანტებს ეცნობებათ სმს-შეტყობინების სახით.