უკრაინის ხელმძღვანელობა ე.წ.ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში სამხედრო მდგომარეობის შემოღებას არ გამორიცხავს, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა განაცხადა.
„უსაფრთხოების სიტუაციის შემდგომი გართულების შემთხვევაში არ გამოვრიცხავ შესაბამისი სამხედრო მდგომარეობის შემოღებას“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამავდროულად მან განმარტა, რომ ქვეყანა შეიძლება საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდეს სამხედრო მდგომარეობის შემოღების გარეშეც.
„საომარი მდგომარეობა, სამხედრო მდგომარეობის შემოღება, რუსეთის აგრესია - ეს სხვადასხვა ცნებებია. რუსეთის აგრესია არა მხოლოდ მილიტარისტური საშუალებებით ხორციელდება, არამედ ჰიბრიდულითაც“, - დასძინა მან.