პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება" რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს.
კოალიციის წარმომადგენლები თერჯოლაში ჩავიდნენ და საკუთარ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის ძირითადი პუნქტები გააცნეს. შეხვედრას თეა წულუკიანი, გუბაზ სანიკიძე, ზაზა გოგსაძე, გია ცაგარეიშვილი და ფრიდონ საყვარელიძე დაესწრნენ.